LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონმა“ ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო

141
გ

„ბადაგონი საქართველოსთვის“ – ამ ლოზუნგით ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოება დაიწყო.

ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ჩამოისხმება ალკოჰოლზე დაფუძნებული 80% -იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოში მათ, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა. ესენი არიან: ჯანდაცვის სამინისტრო, შსს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ექიმები, მესაზღვრეები, პოლიციელები, საქართველოს ეკლესია..

როგორც „ბადაგონში“ აცხადებენ, აღნიშნული პროდუქტი სრულად შეესაბამება ამერიკის „საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ (FDA) მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები