მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI, რომელიც გერმანიაში იმართება, “ბადაგონის” წითელმა ღვინოებმა „საფერავი რეზერვი 2010“, „ალავერდის ტრადიციები“ და „კახური წარჩინებული“ ოქროს მედლები მოიპოვა.
„ბადაგონის“ ინფორმაციით, კუნკურსში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ღვინომ მიიღო სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. კონკურსის მონაწილეებს სახელგანთქმული პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური აფასებს, რომელიც ენოლოგების სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან შედგება.
„ასე რომ, „ბადაგონი” აგრძელება საერთაშორისო ექსპერტების გაოცებას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას მსოფლიოში“, – აცხადებენ კომპანიაში.