LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონის” ღვინოები აშშ-ში მიემგზავრება

140

„ბადაგონის” ღვინოების პირველი საექსპორტო პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

კომპანიის ინფორმაციით, „ბადაგონის” პარტნიორი ამერიკაში John’s Rock Company LLC ბადაგონის წყნარი და ცქრიალა ღვინოების იმპორტს ნიუ იორკის შტატში უზრუნველყოფს. იმპორტის პირველმა პარტიამ 10 000 ბოთლს გადააჭარბა და ნიუ იორკში მდებარე სხვადასხვა რესტორანსა თუ ქსელურ სავაჭრო ობიექტში წარდგება მომხმარებლის წინაშე.

„ჩვენი ღვინოები დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საექსპორტო ქვეყნების რიცხვი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატები დღეს მთავარი სტრატეგიული ბაზარია ბადაგონისა და ზოგადად ქართული ღვინისათვის. ამ ბაზარზე ოპერირება განსაკუთრებულად რთულია რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის დიდი კონკურენციისა და ქართული ღვინის საკმაოდ დაბალი ცნობადობის მაჩვენებლის გამო. ბადაგონის ამ წარმატებას წინ უძღვოდა ახალი ბაზრის კვლევა, აქტიური მოლაპარაკებები და საკმაოდ დიდი ძალისხმევა”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, დღეისათვის „ბადაგონი” მოლაპარაკებებს აწარმოებს კიდევ 2 მსხვილ ამერიკულ იმპორტიორ კომპანიასთან. „შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს „ბადაგონის” ღვინოების რეალიზაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდას და განვითარებას”, – განმარტეს „ბადაგონში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები