ბუკინგემის სასახლის ეზოში დიდი ბრიტანეთის დედოფლის წლისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართა. წვეულებას პრინცმა ჩარლზმა, მეუღლესთან, კამილა პარკერთად ერთად მასპინძლობდა.
სამეფოო წვეულების სტუმრებს შორის ქართველებიც იყვნენ – საქართველოს ელჩი ბრიტანეთში სოფიო ქაცარავა და მისი ერთ-ერთ მოადგილე ბაჩო საგანელიძე.
ქართველმა სასახლეში სტუმრობისას ოფიციალური სამოსი მოირგეს. ფრაკში და ცილინდრში გამოცხადდა წვეულებაზე ბაჩო საგანელიძე. ინგლისის ნისლიანი და წვიმიანი ამინდისთვის კი ქოლგაც არ დავიწყებია.