LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩალიაშვილის ბებია: “ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ პოლიტიკური ქულების დაწერას”

653
BeFunky-collage (15)

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსით მოცულია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უნდობლობას უცხადებს. გარდა ამისა, დედა თეონა თამაზაშვილი უნდობლობას შსს-ის იმ დასკვნასაც უცხადებს, რომლის მიხედვითაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ იმ ჩანაწერის ავტორი, რომელიც გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს, ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილია.

ცოტა ხნის წინ, ბაჩალიაშვილის საქმის გარშემო არსებულ მითქმა-მოთქმას, გარდაცვლილი გოგონას ბებიაც გამოეხმაურა.

“მომერიდა მეკითხა ამ სასიყვარულო მონაწერზე” – წერილი მომავლიდან, რომელიც ZAG-ის მენეჯერს გაუგზავნეს

რიტა ზურაბაშვილი განცხადებას “ფეისბუქ” გვერდზე ავრცელებს.

“გთხოვთ გააზიაროთ! მე, რიტა ზურაბაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, 5 წელია, რაც აღარ ვარ ნინო ბურჯანაძის პარტიის გულშემატკივარი. მას შემდეგ, რაც წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა კი, როცა მიცვალებულზე მიტინგი ჩამიტარეთ ეკლესიის ეზოში, ახლა დგახართ ჩემ გვერდით ?!ძალიან გთხოვთ, ნუ სპეკულირებთ მიცვალებულით და ნუ ცდილობთ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას და ნურც ტელევიზიით გამოდიხართ!”- წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.