LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Baby Corner ფართოვდება – ბრენდმა თბილისში რიგით მე-5 მაღაზია გახსნა

464

საბავშვო მაღაზიათა ქსელი Baby Corner-ი ფართოვდება. საბავშვო აქსესუარებისა და სათამაშოების ახალმა ქართულმა ბრენდმა თბილისში რიგით მე-5 მაღაზია გახსნა. ობიექტი გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) ქუჩა #1-ში განთავსდა და აქ წარმოდგენილია საბავშვო აქსესუარებისა და სათამაშოების ფართო ასორტიმენტი.

როგორც ”ფორტუნას” Baby Corner-ის მარკეტინგის მენეჯერმა, თამარ ჭილაძემ განუცხადა, ბრენდი ქართულ ბაზარზე ერთი წელია, რაც გამოჩნდა.

”Baby Corner შედარებით ახალი და განვითარებადი ბრენდია. თბილისის მასშტაბით უკვე მეხუთე მაღაზია გავხსენით. უახლოეს მომავალში კი მეექვსე მაღაზია დაგვემატება, ამჯერად უკვე რეგიონში – კერძოდ, ბათუმში. სავარაუდოდ, ბათუმის ფილიალი ოფიციალურად ამ თვის ბოლოს გაიხსნება. რაც შეეხება ჩვენს ქსელში წარმოდგენილ პროდუქციას, გვაქვს საბავშვო აქსესუარები, ბავშვის მოვლის საშუალებები, სათამაშოები ჩვილობიდან დაწყებული, მოზრდილი ასაკის 15-16 წლამდე ბავშვებისთვის”, – აღნიშნა თამარ ჭილაძემ.

მისივე თქმით, Baby Corner მთავარ აქცენტს ინოვაციურ და განსავითარებელ სათამაშოებზე აკეთებს. ”მოგეხსენებათ, ქართული ბაზარი გაჯერებულია საბავშვო მაღაზიების უამრავი ქსელით. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კონკურენტებისგან გამორჩეულები სწორედ ამ ხაზით ვყოფილიყავით – განსაკუთრებულ აქცენტს განსავითარებელ და ინოვაციურ პროდუქციაზე ვაკეთებთ. ამასთან, გვაქვს ძალიან საჭირო და პრაქტიკული ნივთებიც. ჯამში, Baby Corner-ის ქსელი 1000-ამდე სახეობის პროდუქციას აერთიანებს”, – განმარტა Baby Corner-ის მარკეტინგის მენეჯერმა.

რაც შეეხება პროდუქციის ღირებულებას, თამარ ჭილაძის თქმით, Baby Corner-ში – საშუალო საფასო სეგმენტის პროდუქცია იყიდება.

ცნობისთვის, საბავშვო მაღაზიათა ქსელის, Baby Corner-ის მაღაზიები ამ ეტაპზე თბილისში შემდეგ მისამართებზეა განთავსებული: პიქსელ ცენტრი, სითი მოლი გლდანი, სითი მოლი საბურთალო, დიდი დიღომი – გუდვილი, გამრეკელის ქ. # 1. რაც შეეხება ბათუმის ფილიალს, მაღაზია მელიქიშვილის ქ. #6-ში იფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები