“თანასწორობის ჯილდოს” მფლობელი ავთანდილ კონცელიძე გახდა, რომელიც ტრანსგენდერი გოგოს – ლიკას ბაბუა. ლიკა 24 წლის ასაკში 2018 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებიათ. საფლავის ქვაზე კი მშობლებმა ბიჭის სახელი „ავთუკა“ დააწერეს.
ავთანდილ კონცელიძე ლიკას სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა, მაშინ, როცა მასთან არც დედა მიდიოდა, არც მამა, არც ოჯახის სხვა წევრები. იმის მიუხედავად, რომ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია ლგბტ+ თემზე, ის მტკიცედ მიიჩნევს, რომ გარიყვა დაუშვებელია.
მან დიდი როლი შეასრულა იმითიც, რომ ავთანდილ კონცელიძე საჯაროდ ისაუბრა ოჯახის წევრების დამოკიდებულებაზე ლგბტ+ თემის წევრების მიმართ. ავთანდილ კონცელიძე არის მაგალითი, როგორ უპირობოდ შეიძლება გიყვარდეს საკუთარი ოჯახის წევრი.
თანასწორობის ჯილდო არის მადლიერების აქტი ლგბტქი აქტივისტებისა და იმ მხარდამჭერისთვის, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა აქვს საზოგადოებაში ლგბტქ ადამიანების მიმართ არსებული დამოკიდებულებების შეცვლაზე.
“თანასწორობის ჯილდო” სულ 9 ლგბტქ უფლებების აქტივისტსა და მხარდამჭერს გადაეცა.
https://www.facebook.com/equalitymovementgeorgia/videos/831051570648504/