LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბა, დიდი გავხდი, აღარ დამხვდი” – ირმა გიგანი ჯანსუღ ჩარკვიანს ემოციურ პოსტს უძღვნის

1241

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს მისმა შვილიშვილმა, პიანისტმა ირმა გიგანმა დღეს, სოციალურ ქსელში, საჯაროდ, ემოციური პოსტი მიუძღვნა:

შენ რომ დიდი იქნები,
მე რომ აღარ ვიქნები,
დამასიე ფიქრები,
როგორც თოვლის ფიფქები,
შენ რომ დიდი გახდები,
შინ რომ აღარ დაგხვდები,
სხვას რომ ვერას გავხვდები
სულში ჩაგისახლდები,
როცა შენ დაქალდები,
როცა მე გავქვავდები,
ისე არ დავღამდები,
ისე არ გავქვავდები
იქედან არ გინათო,
ხშირად, განა ძვირადო,
მერე უფალს იმას ვთხოვ,
გადავიქცე ირმათო,
რქებზე ჩამოვიკიდებ,
შენს სიყვარულს ზინათად,
შენს სახელზე ძვირფასო
მთებში ვივლი ირმადა!

პატარა ირმას – ჯანსუღ ბაბუ

ბა. დიდი გავხდი –
აღარ დამხვდი..
სულში ჩამისახლდები – მე გულით გატარებ სამუდამოდ..ჩემო სინათლევ – ვიცი რომ იქიდან მინათებ.

პანაშვიდი: სამშაბათი , ოთხშაბათი 17:00
პეკინის N2 , პირველი სადარბაზო , მესამე სართული

გასვენება : სამება – 14:00.
დაკრძალვა – მთაწმინდაზე.

https://www.facebook.com/irma.gigani/posts/10210488629709198?pnref=story

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი ხუთშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათიდან გაიმართება. პოეტს ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს  გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები