LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვსტალში რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს: უკრაინის დაზვერვა

63
az

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამსახურის ინფორმაციით, აზოვოსტალის მცველების ბუნკერიდან გამოსაყვანად ოკუპანტებმა შესაძლოა, ქიმიური ნივთიერება გამოიყენონ.

მათი ცნობით, იგეგმება, რომ აზოვსტალში გამოიყენონ ისეთი ტიპის შეიარაღება, რომელიც ქიმიურ იარაღს მოიცავს. გარდა ამისა, დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის რადიაციული ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის დანაყოფები გეგმავენ აეროზოლების გამოყენებასაც.

შეგახსენებთ, პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გაუქმების ბრძანება 21 აპრილს გასცა, თუმცა ბრძანა, რომ გააძლიერონ მისი ბლოკადა ისე, “ბუზიც ვერ შეფრინდეს”.

ქარხანაში აზოვის ბატალიონის მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება ისინი თვეზე მეტია ქარხნის აფარებენ თავს რუსულ ჭურვებს. უკრაინა მშვიდობიანი მარიუპოლელების ქალაქიდან ევაკუაციას ითხოვს და მსოფლიოს ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართავს, რუსეთი კი მხოლოდ ულტიმატუმებით საუბროს და “აზოვის” ბატალიონს მებრძოლებისგან იარაღის დაყრას მოითხოვს. აზოველები ულტიმატუმებს არ თანხმდებიან და იარაღს არ ყრიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები