LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზოვსტალში“ ჯერ კიდევ არიან დაჭრილები, ჯერ არ მომხდარა მათი ევაკუაცია – „აზოვის“ მეთაურის მოადგილე

111
palamalllliiiii

„აზოვსტალის” ქარხანაში ჩარჩენილ მოსახლეობას შორის, დაჭრილებიც არიან, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა – ამის შესახებ “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა BBC-ს განუცხადა.

,,ქარხანაში ჯერ კიდევ არიან დაჭრილებიც. ჯერ არ მომხდარა მათი ევაკუაცია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ისინი აქედან ევაკუირებულები იქნებიან. მათი მდგომარეობა მძიმეა, გამოჯანმრთელებისთვის სათანადო მკურნალობას, სათანადო კვებას საჭიროებენ“, – განაცხადა აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარმა.

მისივე თქმით, ისინი დანებებას არ აპირებენ. „ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და არ ვაპირებთ დანებებას“, – განაცხადა „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები