Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„აზოვის“ პოლკის ქართველი მებრძოლი გიორგი ქუფარაშვილი: „ბუჩა მარიუპოლთან შედარებით იქნება უბრალოდ საბავშვო თამაში…  ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბისაა, ფაქტობრივად ბუჩა გაამრავლეთ 100-ზე“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აზოვის“ პოლკის ქართველი მებრძოლი გიორგი ქუფარაშვილი: „ბუჩა მარიუპოლთან შედარებით იქნება უბრალოდ საბავშვო თამაში…  ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბისაა, ფაქტობრივად ბუჩა გაამრავლეთ 100-ზე“

498
გიორგი ქუფარაშვილი

„ბუჩა მარიუპოლთან შედარებით იქნება საბავშვო თამაში…  ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბისაა, ფაქტობრივად ბუჩა გაამრავლეთ 100-ზე“, – ამის შესახებ ქართველმა სამხედრომ, „აზოვის“ პოლკის მებრძოლმა გიორგი ქუფარაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა და უკრაინაში ბრძოლაზე საუბრისას მარიუპოლში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მარიუპოლში ისევე, როგორც უკრაინის სხვა ქალაქებში ხშირია გაუპატიურებების, მკვლელობებისა და სისასტიკის ფაქტები. როგორც მან აღნიშნა, „აზოვი“ ბოლომდე დადგება, მაგრამ თუ დროულად არ დაეხმარებიან, იქ ყველა დაიღუპება.

„ბუჩა მარიუპოლთან შედარებით იქნება უბრალოდ საბავშვო თამაში…  ვერ წარმოგიდგენიათ რამხელა მასშტაბისაა, ფაქტობრივად ბუჩა გაამრავლეთ 100-ზე. იქ ხდება გაუპატიურებები, მკვლელობები.. ბუჩამ საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიტანა და თქვენ გახსოვთ, რუსებმა დანაშაულის დასაფარად როგორ შემოიტანეს კრემატორიუმი, დაიწყეს დახოცილების გამოტანა, დაწვა, რადგან მათთვის ეს პრობლემა არის  – არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა.“ თქვა გიორგი ქუფარაშვილმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები