LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვის ბრიგადის მაიორი რომის პაპს: „დარწმუნებული ვარ, არასდროს გინახავთ ის, რაც მარიუპოლში ხდება, ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე – დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის“

246
სერგეი ვოლინა

აზოვის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ რომის პაპს, ფრანცისკეს წერილი მისწერა და მარიუპოლიდან ხალხის გამოყვანაში დახმარება სთხოვა.

„თქვენო უწმინდესობავ, პაპ ფრანცისკე!

ალბათ ბევრი გინახავთ ცხოვრებაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასდროს გინახავთ ის, რაც ხდება მარიუპოლში, იმიტომ რომ ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი დედამიწაზე.

ცოტა დრო მაქვს იმ საშინელებების აღსაწერად, რასაც აქ ყოველდღე ვხედავ. ქალები ბავშვებთან და ჩვილებთან ერთად ქარხანაში, ბუნკერებში ცხოვრობენ – შიმშილში და სიცივეში. ყოველდღე მტრის თვითმფრინავების სამიზნის ქვეშ. ყოველდღე იღუპებიან დაჭრილები, რადგან არ არის წამალი, წყალი, საკვები.

მე მოგმართავთ და გთხოვთ დახმარებას, რადგან დადგა დრო, როდესაც მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის.“ – წერს ბრიგადის მეთაური რომის პაპს.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.