„რასაც ახლა „აზოვი” აკეთებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია მსგავსი შედეგის დადება“, – ამის შესახებ სერგეი კოროტკიხმა (ბოცმანი) ინტერვიუს დროს განაცხადა. ის აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.
მან ომზე და აზოვის ბატალიონზე ილაპარაკა, რომელიც ორ ქართველ მებრძოლთან ერთად შექმნა.
„როცა ლაპარაკობენ ვიღაც დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს ჩვენ გვამზადებდნენ, ეს სისულელეა.
სინამდვილეში, „აზოვი”შევქმენით მე და ორმა ქართველმა მოხალისემ 2014 წელს – ბახვა ჩიქობავამ (რომელიც გარდაიცვალა მარიუპოლის დაცვისას) და გიორგი ქუფარაშვილმა (რომელიც მძიმედ დაიჭრა მარიუპოლის დაცვისას და ახლა მკურნალობს ვინიცაში).
ჩვენზე, სამივეზე, თითო მილიონ დოლარს იხდიდნენ რუსები ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში. ახლა ფასი გაუზრდიათ, როგორც გავიგე..
ასე რომ, არანაირი ნატოს ინსტრუქტორები არ არსებულან არასდროს… ჩვენ ხომ „სანქციების” ქვეშ ვიყავით, ჩვენზე, „აზოველებზე” ხომ საშინელებებს იძახდნენ… რა ნატო?..
ჩვენ თვითონ შევქმენით სერჟანტთა და ოფიცერთა სკოლები – და ეს 90% გიორგი ქუფარაშვილის დამსახურებაა.
გიორგი შვიდი წლის განმავლობაში ეწეოდა წვრთნას და ვარჯიშს, მან შეიმუშავა მარიუპოლის თავდაცვის გეგმა.. და სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვიცავთ ახლა მარიუპოლს.
გიორგის იშვიათად ახსენებენ და ეს უსამართლობაა, რადგან ყველგან, სადაც ახლა „აზოველები არიან”, ჩვენ შედეგებს ვდებთ – მარიუპოლში, ხარკოვში, სუმიში, ჩერნიჰივში, დნეპრში, ოდესაში, ნიკოლაევში”, – თქვა სერგეი კოროტკიხიმ.