LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 220 ათას ჰექტრამდე ფართობია შეწამლული

67

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ დასავლეთ საქართველოში წამლობითი ღონისძიებები 22 მუნიციპალიტეტის 360 სოფელში ჩატარდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდა 220 ათას ჰექტრამდე ფართობი; ცივი შესხურებით – 7 ათასამდე ჰექტარი; ტყის პერიმეტრზე, ბუფერულ ზონებში, დამონტაჟებულია 50 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური.

აღსანიშნავია, რომ სიმინდის ყანებში მავნებლის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა საყანე ფართობების გარე პერიმეტრებს ამუშავებს.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ივლისის შუა რიცხვებიდან დაგეგმილია სიმინდის ფართობების დამუშავება. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ტარდება. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების ინფორმირებას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას უშუალოდ წამლობის დაწყებამდეც აფრთხილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები