აზიის განვითარების ბანკი სასურსათო კრიზისის დასაძლევად და კვების უსაფრთხოების გრძელვადიანად ხელშეწყობის მიზნით, აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში $14 მილიარდს გამოყოფს.
როგორც აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა, 2022-2025 წლების განმავლობაში, გეგმავს, გამოყოს მინიმუმ 14 მილიარდი დოლარი, რათა განახორციელოს მხარდაჭერის პროგრამა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში, გაუარესებული სასურსათო კრიზისის შესამსუბუქებლად და გრძელვადიანი სასურსათო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ამით წინ აღუდგეს კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნებით გამოწვეულ გავლენებს.
ეს დახმარება არის ADB-ის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაგრძელება რეგიონში, სადაც თითქმის 1.1 მილიარდ ადამიანი არ იკვებება ჯანსაღად სიღარიბისა და სურსათის ფასების გამო, რომელიც წელს რეკორდულად გაიზარდა.
დაფინანსება მიმართული იქნება ახალ პროექტებზე ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფერმები, სურსათის წარმოება-რეალიზაცია, სოციალური დაცვა, ირიგაცია და ა.შ.
ADB გააგრძელებს ინვესტიციებს ისეთ სფეროებში, რომლებიც ხელს უწყობენ სასურსათო უსაფრთხოებას, როგორიცაა ტრანსპორტი, სასოფლო-სამეურნეო ფინანსების ხელმისაწვდომობა, გარემოს მენეჯმენტი, ჯანმრთელობა და განათლება.