LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანმა მიიღო გადაწყვეტილება, დაკეტილი პუნქტები გახსნას – დავით ზალკალიანი

209
29501_1

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომელიც დაკეტილი იყო, – ამის შესახებ განცხადება დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანის განცხადებით, როგორც კი მონასტრის დაკეტვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, აზერბაიჯანელ კოლეგებთან მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა. მისივე თქმით, სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია.

„ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პუნქტები გახსნას, რომელიც დაკეტილი იყო. ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, უფრო ინტენსიურად წარიმართოს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება.

იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შირის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება. მსგავსი ინციდენტები პირველი არ არის. თქვენ იცით, რომ ამის შესახებ ინციდენტები იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ითქვას, რომ აქტიური კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად ეს პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.