„აზერბაიჯანის ჯარებმა სტეფანაკერტის დაბომბვა დაიწყეს“, – ამის შესახებ telegram არხზე სომხური წყაროები იტყობინებიან.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც რეგიონში „ადგილობრივი ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო“.
სროლა სტეფანაკერტში – წყარო: Ateo Breaking
ამავე წყაროების ცნობით, რუსეთმა, რომლის სამშვიდობოები ახლა არაღიარებულ რესპუბლიკაში იმყოფებიან და ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო აგრესიისგან უნდა დაეცვათ, გადაწყვიტა კონფლიქტში, არ ჩარეულიყო.
აზერბაიჯანული მხარის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სამხედრო მოქმედებები კოორდინირებული იყო რუსეთთან.
ამასთან,აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აგდამის მიმართულებით ქვეყნის შეიარაღებული ძალების პოზიციები სომეხი სამხედროების ინტენსიური ცეცხლის ქვეშაა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 14:00 საათისთვის ვითარება სომხეთის საზღვრებზე შედარებით სტაბილურია.