LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი ევროკავშირს ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის – მხარეებმა მემორანდუმი გააფორმეს

294
უსათაურო დიზაინი (1)

ევროკომისიის პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბაქოში ენერგომიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიხედვით, უნდა გაორმაგდეს „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გამტარუნარიანობა ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად.

მემორანდუმის გაფორმების შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აცხადებს.

როგორც მემორანდუმშია აღნიშნული, ევროკავშირი და აზერბაიჯანი ემხრობა დაჩქარებულ გადასვლას ენერგიაზე განახლებადი წყაროებიდან და ატმოსფეროში მავნე ემისიების წინააღმდეგ ბრძოლას.

დღესვე, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და რომ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი, პროგნოზირებადი, სანდო თანამშრომლობა ენერგიის სფეროში არის დიდი აქტივი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები