LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

215
BeFunky-collage

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თითქმის 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, სომხეთი და აზერბაიჯანი, ამ ეტაპზე ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან.

ერთობლივ განცხადების ტექსტში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, ნათქვამია, 10 ოქტომბრის 12 საათიდან საომარი მოქმედებები წყდება ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რაც წითელი ჯვრის მეშვეობით სამხედრო ტყვეებისა და ცხედრების გაცვლას გულისხმობს. ამასთან, შეთანხმების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით იქნება შეთანხმებული.

გარდა ამისა, მხარეები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკარებებს იწყებენ, მოლაპარაკებათა პროცესის ფორმატი კი, უცვლელი დარჩება.

შეგახსენებთ, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მოსკოვში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ოქტომბერს მიიწვია. მხარეები შეხვედრას დათანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები