ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დავით გარეჯში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, თუმცა გუშინ, ადგილობრივ მოსახლეობასა და აზრებაიჯანელ მესაზღვრეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.
როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მიზეზი ის არის , რომ რამდენიმე დღის წინ აზრებაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრიდან ხატები გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. გარდა ამისა, ქაცარავას თქმით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტრის კელიებს საპირფარეშოდ იყენებენ.
„საერთო ჯამში კი შექმნილმა ვითარებამ ადგილობრივ მოსახლეობაზე იმოქმედა, რაც ბუნებრივია. ჩვენი მთავრობის მხრიდან ოფიციალური პოზიცია არ დაფიქსირებულა და საზოგადოებაც ამ საკითხში არ ჩართულა. აქედან გამომდინარე, არც გამკვირვებია ადგილობრივი მოსახლეობის ამგვარი გაბრაზება. გუშინ მოხდა ინციდენტი, ადგილობრივი მოსახლეობა უდაბნოს მონასტერში ჩავიდა, შეხლა-შემოხლა მოხდა, რა დროსაც ძალიან პოზიტიურად იმოქმედეს ჩვენმა მესაზღვრეებმა. ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაძაბული სიტუაცია განემუხტათ“, – განაცხადა ქაცარავამ.