LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდა

70
აფგან მუხთარლი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაცია “ფორტუნას” მისმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დაუდასტურა.

ადვოკატის თქმით, ჩამოსვლის მიზეზი მის გატაცებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან თანამშრომლობაა.

მუხთარლი, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, 2017 წლის მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის გამო ედავება.

ჟურნალისტი, რომელსაც ხელისუფლების კრიტიკის გამო აზერბაიჯანიდან დევნიდნენ, 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაისს მუხთარლი თბილისიდან გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა.

როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ის კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს, აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ამბობდა, რომ მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააპატიმრეს. მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს გაათავისუფლეს.