LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი სამშობლოში დაკრძალეს – საქმეზე თბილისში გამოძიება გრძელდება

62
ჰუსეინ ბაკიხანოვი

ჯერჯერობით გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი ბლოგერი, ჰუსეინ ბაკიხანოვი სამშობლოში გადაასვენეს, იგი გუშინ დაკრძალეს. თბილისში კი, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოიკითხა გარდაცვლილის მეგობარი, ავთანდილ მამედოვი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ბლოგერი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. როგორც ის თავად ამბობდა, მასზე განხორციელებულ თავდასხმაში აზერბაიჯანელი სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

საქართველოში მყოფი მიგრანტი შენობიდან გადააგდეს, ის გარდაიცვალა: აფგან მუხთარლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები