LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზერბაიჯანელებმა ფეხბურთის თამაშის ნაცვლად ტელევიზორები იყიდეს

21

აზერბაიჯანის ნაკრების ფეხბურთელებმა ბელფასტიდან 14 ათასი ევროს ღირებულების 8 ტელევიზორი წამოიღეს.

მუნდიალის მორიგი შესარჩევი მატჩი ჩვენს მეზობლებს ჩრდილო ირლანდიაში მოუწიათ, სადაც გვარიანად წააგეს – 0:4. თუმცა გული შოპინგს გადააყოლეს. Sky Sports-მა დაწერა, რომ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებმა ბელფასტში 8 ტელევიზორი იყიდეს და ამაში 14 ათასი ევრო დახარჯეს.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენლებმა კი სპეციალური მიკროავტობუსი დაიქირავეს ტელევიზორების აეროპორტში მისატანად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები