ედენ აზარი ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბელგიელმა უკვე ჩაიბარა დამსახურებული ჯილდო და ვიდეომიმართვით ხმის მიცემისთვის მადლობაც გადაუხადა ქომაგებს.
ჟორდი ალბამ მე-200მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში “ბარსელონას” რიგებში. მას 9 გოლი აქვს გატანილი და 42 საგოლე პასი გაკეთებული.
ულამაზესი ფოტო ბერლინიდან. გულშემატკივრები და ფეხბურთელები ერთად აღნიშნავდნენ “უნიონის” პირველ გამარჯვებას ბუნდესლიგაში. შეგახსენებთ, “უნიონში” გამოდის ქართველი გერმანელი აკაკი გოგია, რომელსაც დორტმუნდთან ისტორიულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
“იუვენტუსს” სურს რაკიტიჩი, მაგრამ არ უნდა, რომ გარიგებაში ემრე ჯანი ჩართოს.
“ვალენსიას” სურს იჯარით აიყვანოს მაურო იკარდი.
პსჟ-ს მეკარე არეოლამ სამედიცინო შემოწმება გაიარა “რეალში”, რომელსაც ალბათ კეილორ ნავასში გაცვლიან.
“ბეტისს” უნდა პსჟ-დან იჯარით აიყვანის პარედესე და ხესე.
35 წლის არიენ რობენმა 8 კმ გაცურა. Groningen Swim Challenge საქველმოქმედო მარათონია.