LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აწამეს და მოკლეს ბავშვი, მოტყუებით გაიყვანეს“ – თამარ ბაჩალიაშვილის მამა სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს

1199
Tamar baC

“აწამეს და მოკლეს ბავშვი, მოტყუებით გაიყვანეს“, – აცხადებს გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის მამა და სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

„აი, ჩვენი პოლიცია. მკვლელები არიან პოლიციაში. ხუთი დღეა ვეხვეწები, ბავშვი დავკარგე, ვითომ გადიან საძებრად. გაძღებიან, სადღაც დალევენ და ამბობენ, ვიყავითო. ერთ ადგილზე მითხრეს, ვიყავითო. მივედი ზუსტად იმ ადგილას და სოფელში მითხრეს, პოლიციიდან არავინ ყოფილაო. აქედან უკვე ეჭვი დამებადა. აქვს თუ არა დაზიანებები, ჯერ არ ვიცი. აწამეს და მოკლეს ბავშვი, 100-პროცენტიანი მგონია, რომ ასე მოხდა. ეს მოდის სამსახურის მხრიდან. სამსახურის მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო. მეორე ვარიანტია, რომ ვიღაც ბიჭია დამნაშავე, მაგრამ მე ურო სამსახური მგონია. სამსახურიდან რომ მოდიოდა,რამდენჯერმე ნამტირალევიც დავინახე“, – განაცხადა თამარ ბაჩალაიშვილის მამამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მამამ შვილის გარდაცვალების შესახებ კამერების წინ გაიგო.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, ქუჩის ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, შემდეგ კი ადგილობრივმა – სოფელ გოლთეთში.

თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია „ზეგში“ მუშაობდა. ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ სად მუშაობდა მათი შვილი და რა საქმიანობას ეწეოდა.

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/2793716540733028

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

“მთელი საქართველოს მასშტაბით გთხოვთ! ვისაც მოსვლა შეგიძლიათ” – დაკარგული გოგონას დედა მიმართვას ავრცელებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები