LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვანი გარდაიცვალა

122

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მეთერთმეტე კლასელი გოგონა გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ავტომანქანაში 5 არასრულწლოვანი იმყოფებოდა.

ავტოსაგზაო გუშინ, საღამოს საათებში, მოხდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 ეკიპაჟი გამოცხადდა. დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გამთენიისას გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები