შიდა ქართლის ცენტრალურ ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, მომხდარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
“ფორტუნას” ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცმა, უამინდობის გამო საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში ჩავარდა, მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.