ავტოსაგზაო შემთხვევა ტორონტოში – სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, დაშავებულია კიდევ 15 ადამიანი.
სატვირთოს მძღოლი 25 წლის მამაკაცია, რომელიც თვითმხილველთა ცნობით, განზრახ გადადიოდა ტროტუარზე და იქ მოძრავ ქვეითებს ერთმანეთის მიყოლებით ეჯახებოდა. სატვირთოს მძღოლი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე უბნის დაშორებით დააკავეს. მან მიმალვა სცადა.
ტორონტოს პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებული ალეკ მინასიანის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია და მის შესახებ წარსულში არავითარი კრიმინალური ჩანაწერი არ არსებობს.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დაკავებულის კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებებთან არ იკვეთება.
ტორონტოში შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.