თავისუფლების მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა. ახალგაზრდა მსუბუქი დაზიანებებით, ამ დროისათვის გადაყვანილია საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.