თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, კაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არის მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.