ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.
როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.
დაშავებულები ორ კლინიკაში – ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა და „ევექსში“ გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ.
შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, მდინარე კინტრიშთან მოხდა.
ერთმანეთს რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.