LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ლილოში – 6 მოქალაქე საავადმყოფოშია გადაყვანილი

104

ლილოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 6 მოქალაქე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ცნობით, დაშავებულები ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ორი მათგანი მოთავსებულია ინგოროყვას კლინიკაში, სამი – „ამტელში“ და ერთი გადაუდებელი ქირურგიის ცენტრში.

მათი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლილოში ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები