თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი დაშავდა
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა და იქ მყოფ მუშებს დაეჯახა.
შსს-ის ცნობით, გამოძიება 276-ე მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.