თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, დღეს დილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს “ტოიოტა პრიუსისა”და “მერსედესის” მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 პირი. ადგილზე გამოძახებული იყო როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
“ფორტუნასთან” საუბარში შსს აცხადებს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-2 ნაწილით.
ავტოავარიის შედეგად ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდული იყო, ავტოტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით, ასევე ქეთევან წამებულის გამზირზე საპატრულო პოლიცია კერძო ტრანსპორტს ორთაჭალის მიმართულებით უშვებდა. თუმცა შსს ცნობით, ამ დროისათვის მოძრაობა სრულიად აღდგენილია.