ავტობანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილში მსხდომი 2 მამაკაცი გარდაიცვალა.
შემთხვევა ღამით მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.