LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო ჯარიმებიდან ბიუჯეტში 6 თვეში 18 მილიონზე მეტი შევიდა

131
1140-distracted-driving-tips-intro.imgcache.revc3146837140ff361f2e7651d97e0a010

თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წლის 6 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი შევიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, – ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 6 თვის განმავლობაში 27 მილიონ 851.3 ათასი ლარი შევიდა და არსებული გეგმა 139.3 %-ით შესრულდა.

ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში თბილისის ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან მიღებული შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11 მილიონ 359.1 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც ძირითადად გამოწვეულია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ამოღებული ჯარიმების ზრდით.

უფრო კონკრეტულად, გასული წლის 6 თვეში თბილისის ბიუჯეტში 8 მლნ 749.1 ათასი ლარი შევიდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან, წელს კი 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი,

ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო ჯარიმებიდან თბილისის ბიუჯეტმა 2 მილიონ 574.7 ათასი ლარი მიიღო, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო – 3 მილიონ 090.5 ათასი ლარი, დასუფთავების წესების დარღვევის გამო – 302.5 ათასი ლარი, სხვა ჯარიმებიდან -კი 2 მილიონ 973.0 ათასი ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები