LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ავტოპაპამ” ავტობაზრობაზე ფასების კვლევა ჩაატარა

97

მოსალოდნელი საკანონმდლებლო ცვლილებები ავტომანქანების ფასებზე არ ასახულა. ამის შესახებ ”ფორტუნას” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა ამანდაროვამ განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით ავტობაზრობაზე არანაირი ცვლილება არ შეინიშნება.

”ამ ეტაპზე ჩვენთან ცვლილებები არ არის. კლიენტების რაოდენობა იგივეა, რაც წინა პერიოდში იყო. არც ავტომობილის ფასებზე ასახულა ის სიახლე, რომელიც შსს-მ დაანონსა. ბაზრობის დღეებში პირადად ვიყავი ადგილზე და ჩავატარეთ კვლევა. კვლევის შედეგად გავარკვიეთ, რომ როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ავტომობილები ღირს იგივე, რაც მანამდე ღირდა”, – განუცხადა ”ფორტუნას” ავტობაზრობა ”ავტოპაპას” მარკეტინგის მენეჯერმა სტელა ამანდაროვამ.

მთავრობის განმარტებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებული კანონპროექტი გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა. კანონპროექტის მიხედვით, რომელიც შს სამინისტრომ შეიმუშავა, 2016 წლის მარტიდან საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები