ნახეთ რა შეუძლია ძველი Ford-ის ბაზაზე აწყობილ Chevrolet-ის ყველგანმავალს. ავტომრბოლელმა კრის ეიზენჰაუერმა თავისი სუპერქარით უდაბნოს დაპყრობა სცადა.
მოდელი 1969 წლის Ford F-100-ის ბაზაზეა აწყობილი, თუმცა მას მოდერნიზებული ძრავი აქვს, რომელიც 6,7 ლიტრის მოცულობისაა და 1000 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ყველგანმავალს უდაბნოში სწრაფად სიარულში სხვადასხვა მოდიფიკაციები დაეხმარა, თუმცა მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ ძრავი არა წინა არამედ ავტომობილის უკანა ნაწილიშია მოთავსებული და უკანა საბურავების მოძრაობაზეა პასუხისმგებელი.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ავტომობილებს რბოლებში როგორც წესი, არ იყენებენ ხოლმე, თუმცა უჩვეულო მოდიფიკაციამ დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა.