ციმბირელმა ავტომოყვარულებმა 6 საბურავიანი Lada 4X4 შექმნეს. საინტერესო იდეა „ავტოფარეხ 54“-ის მექანიკოსებს გაუჩნდათ და ავტომობილზე მუშაობა დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. დამატებითი ღერძის დასამატებლად მოდელის ძარის უკანა ნაწილი გაამაგრეს და უკანა კარებების ფორმაც შეცვალეს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, დეტალური ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ „ავტოფარეხ 54“-ის გუნდს უჩვეულო იდეები ხშირად აწუხებთ ხოლმე და ცოტა ხნის წინ მათ მიწაში ჩამარხული ავტომობილების დატესტვა გადაწყვიტეს. სპეციალისტებმა რამდენიმე ბრენდული მოდელი, მათ შორის – Toyota Corsa, Audi 100 და ასევე „ჟიგულიც“ მიწაში ერთი წლით ჩამარხეს და მათი გამძლეობა სწორედ ამ გზით შეამოწმეს.