ცრუმორწმუნეები პარასკევს, რომელიც 13 რიცხვს ემთხვევა, განსაკუთრებულ მისტიკურ დღედ მიიჩნევენ, რომელსაც მხოლოდ მარცხი და წარუმატებლობა მოაქვს. ავტომოყვარულებსაც აქვთ თავისი ცრურწმენები, რომელთა შორის ზოგი საღ აზრსაა მოკლებული, ზოგი კი, უბრალოდ გაუგებარია.
- მანქანის ნომერი ციფრებით 666 – ცუდის ნიშანია, რადგან ითვლება, რომ ასეთი ციფრები მხოლოდ ნეგატიურ ენერგიას იზიდავენ.
- არ შეიძლება მანქანის სალონში, მის გაყიდვაზე საუბარი. ცრუმორწმუნე ავტომოყვარულების აზრით, მანქანა ”იგრძნობს” რომ მისი თავიდან მოშორებას აპირებთ და ისეთ პრობლემებს შეგიქმნით, რომ ვერსდროს შეძლებთ მისი გაყიდვას.
- ავტომობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სახელი, რადგან ბევრის აზრით მას სული და თავისი ხასიათი აქვს.
- არ ღირს საკუთარი ავტომობილის ნაწილების, ავარიაში დაზიანებული მანქანის ნაწილებით გამოცვლა, რადგან ცრუმორწმუნეების აზრით, ისინი ცუდ ენერგეტიკას ინარჩუნებენ და ახალ ავტო-საგზაო შემთხვევებს იზიდავენ.
- ავტომობილის ფანჯრიდან ნაგვის გადაყრას – ჯარიმა მოაქვს. ბევრისთვის ეს, არა ცრურწმენა, არამედ დაუწერელი კანონია.
- ავტომობილის გარეცხვას აუცილებლად წვიმა მოჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთადერთი ცრურწმენაა, რომელიც ყველანაირი რაციონალური ახსნის გარეშე, მართლაც მოქმედებს.
- ბევრი იმ ნივთს ინახავს, რომელიც საბურავის გახეთქვის მიზეზი გახდა, რადგან თვლის, რომ ის საბურავებს შემდგომი დაზიანებისგან დაიცავს.
- არ შეიძლება ავტომობილის ფოტოგრაფირება, რადგან ცრურწმენის თანახმად ეს აუცილებლად გახდება მისი დაკარგვის – სერიოზული ავარიის ან მოპარვის მიზეზი.