ავტომობილში გაჭედილი კატა მძღოლმა მხოლოდ 120 კმ-ს გავლის შემდეგ აღმოაჩინა. სააგენტო „UPI”-ს ინფორმაციით, უსახლკარო კატამ რადიატორის ბადეში შეღწევა შეძლო და დასასვენებლად წასულმა სტივენ კეინმა ის მხოლოდ მეორე დღეს იპოვა.
მამაკაცი ოჯახთან ერთად ზღვისკენ მიემართებოდა და ცხოველი ერთ-ერთი შესვენების დროს შეამჩნია. კეინებმა მაშინვე ცხოველთა უფლებების დამცველები გამოიძახეს და კატა ავტომობილიდან სწორედ სპეციალისტების დახმარებით ამოიყვანეს. სპეც-ოპერაცია მარტივი არ ყოფილა და ცხოველის დასახსნელად ფარებისა და ბამპერის მოხსნა გახდა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ კატას პატრონი არ ყავს, ამიტომ კეინებმა მისი დატოვება გადაწყვიტეს. უფრო მეტიც, ის Ford Focus-ის ბრენდის ავტომობილში იპოვეს, ამიტომ მას სახელად – ფორდი დაარქვეს.