საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემის საფასური 65 ლარით, სანომრე ნიშნის გაცემის საფასური კი 45 ლარით იზრდება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურების გაძვირება ქვეყანაში ავტოპარკის ზრდის ფონზე სააგენტოს დატვირთვას უკავშირდება.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, 1-ელი იანვრიდან მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასურები შემდეგი სახით იცვლება:
- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;
- ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;
- ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.
კანონი და შესაბამისად, მომსახურებებზე გაზრდილი საფასური 2023 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.