რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. “ტოიოტას” მარკის ავტომობილის მართვის დროს 60 წლამდე მამაკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა. მანქანა ინერციით წავიდა და არხში გადავარდა.
ინფო რუსთავის ცნობით, მანქანაში იმყოფებოდა გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც, ქალმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
წყარო: ინფო რუსთავი