LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილის კატალიზატორებისგან ნარკოტიკების დამზადება დაიწყეს

52
katlztr

კონგოს მოსახლეობამ კატალიზატორებისგან ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება დაიწყეს და მას სახელად „ნაღმი“ დაარქვეს. პოლიციელები ირწმუნებიან, რომ დამნაშავეები მოწყობილობას შლიან, სხვადასხვა პრეპარატებს ურევენ და შედეგად საკმაოდ ძლიერ ნივთიერებას იღებენ. კონგოს დედაქალაქში კატალიზატორის მოპარვისა და ნარკოტიკის დამზადებისთვის უკანასკნელი თვის განმავლობაში 100 ადამიანი დააკავეს.

Reuters–ის ინფორმაციით, ასეთი „ნაღმის“ მიღება ძლიერ აპათიას იწვევს – მისი მიღების შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ, რომ საათობით იდგნენ და ირწეოდნენ, რის შემდეგაც რამდენიმე დღე გამოუფხიზლებლად სძინავთ. მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს, თუ რომელი ნივთიერება იწვევს ასეთ ეფექტს.

ასეა თუ ისე, კატალიზატორების ქურდობის მაჩვენებელი გაიზარდა, ნარკომანებს კი ის ფაქტიც არ აშინებთ, რომ კატალიზატორის შემადგენლობაში არსებულ ნივთიერებას კიბოს გამოწვევა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები