LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილი, რომელიც ასუფთავებს წყალს, გამოყოფს ელექტროენერგიასა და უფასო Wi-Fi-ს

34

იტალიელმა ინჟინერმა მარკო ატასინიმ გამოიგონა სისტემა Watly. ავტომობილი, რომელიც ასუფთავებს წყალს, გამოყოფს ელექტროენერგიასა და უფასო Wi-Fi–ს, რომელიც 3000 ადამიანს ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ დანადგარი მზის ენერგიით იკვებება და მისივე გამოყენებით შესაბამის ენერგიასაც გასცემს. Watly-მ უკვე მიიპყრო მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ყურადღება ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული არაბეთი და სხვა.

დანადგარის საბაზრო ღირებულება 2 მილიონ დოლარს აღემატება, თუმცა როგორც მარკო აცხადებს, მას სურს, რომ Watly სერიულ წარმოებაში ჩაეშვას და მოსახლეობას მიეცეს საშუალება მიიღოს წვდომა ცხოვრების სამ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალთან: სუფთა წყალი, ელექტროენერგია და ინტერნეტი…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები