ბრიტანული BBC ფოტომასალას აქვეყნებს სადაც ასახულია ავტომობილი, რომელიც ერთ-ერთი კაფის კედელში გაიჭედა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი მართავდა. რომელსაც სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა ჰქონდა დაზიანებული.
შემთხვევის შედეგად ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე თვითმხილველი მცირედი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფოდახმარების ავტომობილები.