LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებსაც ცუდი ხილვადობა აქვთ

26

შვეიცარიულმა საავტომობილო კლუბმა Touring Club Suisse ქროსოვერებისა და ყველგანმავლების ხილვადობა შეამოწმა. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ პარამეტრთან მიმართებაში ისინი იდეალურისგან ძალიან შორს არიან – ზოგიერთ მათგანს იმაზე ცუდი ხილვადობა აქვს, ვიდრე სედანებსა და კომპაქტურ ჰეთჩბეკებს.

ტესტირებაში მონაწილეობა 69 ქროსოვერმა მიიღო, რომლებიც 2012-17 წლებში აიწყო.

კვლვევის ფარგლებში, TCS-ს სპეციალისტებმა გაზომეს მანძილი მძღოლის თვალიდან კონუსამდე, რომელიც ავტომობილის, წინა, ან უკანა მხარეს განათავსეს.

ხილვადობის ლიდერთა სამეულში Suzuki SX4, Opel Mokka  და SsangYong Tivoli შევიდნენ, ხოლო აუთსაიდერები გახდნენ: Lexus NX, Mercedes-Benz GLC, Peugeot 3008.

უკანა მხარეს ხილვადობაში ყველაზე ცუდი შედეგი Honda CR-V-მ დააფიქსირა – 16,1 მეტრი, საუკეთერსო კი – Suzuki SX4-მა – 8,14 მეტრი.

ყველა კლასის ავტომობილების ტესტირებისას აბსოლუტური ლიდერები ხილვადობის მიხედვით Opel Adam, Renault Twingo და Smart Forwto გახდნენ. ყველაზე ცუდი ხილვადობა კი Volvo V90-ს, Peugeot 5008 -სა და Lexus NX-ს აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები