შვეიცარიულმა საავტომობილო კლუბმა Touring Club Suisse ქროსოვერებისა და ყველგანმავლების ხილვადობა შეამოწმა. ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ამ პარამეტრთან მიმართებაში ისინი იდეალურისგან ძალიან შორს არიან – ზოგიერთ მათგანს იმაზე ცუდი ხილვადობა აქვს, ვიდრე სედანებსა და კომპაქტურ ჰეთჩბეკებს.
ტესტირებაში მონაწილეობა 69 ქროსოვერმა მიიღო, რომლებიც 2012-17 წლებში აიწყო.
კვლვევის ფარგლებში, TCS-ს სპეციალისტებმა გაზომეს მანძილი მძღოლის თვალიდან კონუსამდე, რომელიც ავტომობილის, წინა, ან უკანა მხარეს განათავსეს.
ხილვადობის ლიდერთა სამეულში Suzuki SX4, Opel Mokka და SsangYong Tivoli შევიდნენ, ხოლო აუთსაიდერები გახდნენ: Lexus NX, Mercedes-Benz GLC, Peugeot 3008.
უკანა მხარეს ხილვადობაში ყველაზე ცუდი შედეგი Honda CR-V-მ დააფიქსირა – 16,1 მეტრი, საუკეთერსო კი – Suzuki SX4-მა – 8,14 მეტრი.
ყველა კლასის ავტომობილების ტესტირებისას აბსოლუტური ლიდერები ხილვადობის მიხედვით Opel Adam, Renault Twingo და Smart Forwto გახდნენ. ყველაზე ცუდი ხილვადობა კი Volvo V90-ს, Peugeot 5008 -სა და Lexus NX-ს აქვს.