LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტომობილები, რომლებსაც 2018 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ

115

2018 წლის ყველაზე საინტერესო სედანების ჩამონათვალში პირველი ადგილი KIA Stinger-ს ერგო. კაპოტ ქვეშ მას 2.0 და 3.3 ლიტრიანი ძრავები აქვს წარმოდგენილი. ის კარგად არის აღჭურვილი, აქვს საშუალო ფასი და ძვირფასი ავტომობილების სეგმენტში ირიცხება.

მეორე ადგილი სიაში Audi A3-ს ერგო, ავტომობილი წარმოდგენილია სედანის, ჰეთჩბეკისა და კაბრიოლეტის ძარებით. ხელმისაწვდომია წინა, ან უკანა ამძრავით და ძრავები 1,2 და 2,5 ლიტრის მოცულობით.

ლიდერთა სამეულს Lexus IS ასრულებს. სედანმა აგრესიული გარეგნობა და კომფორტისთვის მრავალი ახალი გადაწყვეტილება მიიღო. ავტომობილი აღჭურვილია 4 ან 6 ცილიდნრიანი 2.0 და 3.5 ლიტრის მოცულობის ძრავებით.

ჩამონათვალს Mercedes-Benz E-Class აგრძელებს, ის წარმოდგენილია სედანის, კუპეს, კაბრიოლეტისა და უნივერსალის ძარებით, ასევე ბენზინისა და დიზელის ძრავებით.

2018 წელს ყურადღებას იმსახურებს BMW 5 Series-ც. სედანს ფუნქციებისა და ოფციების გრძელი ჩამონათვალი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები