ავტოექსპერტებმა ჟენევის ავტოსალონზე გამოფენილი ყველა კონცეპტ-ქარი ერთ კოლექციაში გააერთიანეს. ყველა მოდელი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ეს მოდელები ბაზარზე უახლოეს მომავალში გამოჩნდება, მათ შორისაა მაგალითად კროსოვერი – Cupra Formentor, რომელსაც ბევრი ავტომოყვარული ელოდება. ხოლო, სხვა კონცეპტები – Alfa Romeo Tonale თუ Mitsubishi Engelber ცოტა უფრო შორეულ პერსპექტივაზეა გათვლილი.
საინტერესოა, რომ ჟენევის ავტოსალონზე წელს უმცირესობაში ე.წ. ფანტაზი ავტომობილები იყო. ეს ის მოდელებია, რომლებშიც დიზაინერები მთელ თავის ფანტაზიას იყენებენ და კრეატიულობის გამოყენების საშუალებაც ეძლევათ.
მომავლის ავტომობილების უფრო დეტალურად ნახვა გალერეაშია შესაძლებელი.